შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზეთ ირემაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხომრისი, ქედის რაიონი. ქართულ ცეკვებს თავის თანატოლებთან ერთად სოფლად გამართულ ტრადიციულ დღესასწაულებზე უფროსებისგან სწავლობდა, ეუფლებოდა მშობლიური "ხორუმისა" და "განდაგანას" რთულ ილეთებს, რამაც ის კარგ მოცეკვავედ აქცია; 1926 წლიდან "მთიულურისა" და "განდაგანას" ორიგინალური შესრულებით ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა თვითმოქმედი ანსამბლის შემადგენლობაში; განსაკუთრებით გამოირჩეოდა "ხორუმში"; იგი მოცეკვავეთა ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა როგორც ქორეოგრაფი, კონცერტებით გამოდიოდა ბახმაროში, ოზურგეთში, ქობულეთში, ბათუმში და სხვა. არის აჭარისა და საქართველოს მხატვრული თვითშემოქმედების ოლიმპიადების მონაწილე; 1949 წელს წარმატებით გამოვიდა მოსკოვში გამართულ საკავშირო დათავალიერებაზე. არის ქართული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო .- თბ.,2008.- გვ. 23 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |