The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური სუხანოვი

იური სუხანოვი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 1980  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბასების ადგილი: ქ. მეორე ირკუტსკი, ირკუტსკის ოლქი (რუსეთის ფედერაცია).

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის კრასნოიარსკის თეატრთან არსებული სტუდია 1945 წელს.

1946-1969წწ. მსახიობად მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეტრში (ამჟამად ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი); 1969 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა გრიბაედოვის თეატრში. მრავალფეროვანი იყო ი. სუხანოვის რეპერტუარი. წარმოსადეგი გარეგნობა, ძლიერი ტემბრის ხმა, სცენური მომხიბლელობა ხელს უწყობდა მსახიობს შეექმნა კარგად დასამახსოვრებელი სახეები, მათ შორის აღსანიშნავია: მიტია, დორლიფოკტი, მიკლუშინი, ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე, საძრახისი არ არის", "გვიანი სიყვარული", "უეცარი სიმდიდრე", "შემოსავლიანი ადგილი"), ბორის ბოგატირი (ვ. როზოვის  "მისი მეგობრები"), სერგეი გარინი (ი. შტოკის "გასტელო"), ჟენია კუზნეცოვი (ლ. გერინსკის "სიმწიფის ატესტატი"), მარატი (ა. არბუზოვის "ჩემი საბრალო მარატი") და სხვა. ი. სუხანოვი გადაღებულია ფილმებში, სატელევიზიო სპექტაკლებში, ასევე  "არმენფილმის" მხატვრულ ფილმებში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,2008.- გვ.26; გრიბოედოვის თეტრის ვებგვერდი: griboedovtheatremuseum.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: