The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბალღოჯიანი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1985 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა მაკროეკონომიკის მიმართულებით.  

1988-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1994წწ. ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ყვარლის რაიონის გამგეობაში (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე); 1994-1996წწ. იყო სს "აგრომრეწვბანკის" ყვარლის განყოფილების მმართველი; 1996-2000წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკის" გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა; 2002-2008წწ. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარი კონტროლიორის თანამდებობა ეკავა; 2008-2014წწ. საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა; აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 2014-2023წწ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს; 2023 წლის 11 აპრილიდან არის საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე.

წყარო: ახალი ამბები ბიზბესში: bm.ge; საჯარო აუდიტის ინსტიტუტი: sai.ge


გააზიარე: