| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ სუხაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ცეკვა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში. მისი პირველი პედაგოგი იყო ქორეოგრაფი უ. ამბარდაშვილი; შემდგომ ჩაირიცხა ამავე სასახლის ნორჩ მოცეკვავეთა ნაკრებ ანსამბლში, სადაც ქორეოგრაფ რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით დაიხვეწა მისი საშემსრულებლო ოსტატობა; 1966 წლიდან თ. სუხაშვილი გამოდიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში და აქვე გახდა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურიატი; 1966 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას; ჯერ მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის კულტურის სახლში, 1971 წლიდან კი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის პედაგოგ-ქორეოგრაფად; თ. სუხაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "სიხარულს". ანსამბლი წლების განმავლობაში გამოდიოდა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე და არაერთი ჯილდოს მფლობელი და ლაურიატია. წყარო: საიუბილეო თარიღები :თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.31 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

