The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ჯოხაძე

რომან ჯოხაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამოქალაქო განათლების მიმართულებით; საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია; ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი რუმინეთში; ნატოს თავდაცვის კოლეჯი იტალიაში და აშშ-ის ომის კოლეჯი.   

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი; მსახურობდა ასევე ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში; 2020 წლის 17 ივნისს დაინიშნა ეროვნული გვარდიის მეთაურად. სამხედრო მოსამსახურე, ბრიგადის გენერალი (2020).

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge


გააზიარე: