The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჯანელიძე

დავით ჯანელიძე
Date of birth:4 April, 1958  (67 years)
Category:Scientist, Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ელდარ შენგელაიას სახელოსნო) 1981 წელს.

მის მიერ გადაღებული ფილმებია: "ვერსათრიელა"; (1982, რეჟისორი, სცენარისტი); "დუდანა" (1985, რეჟისორი); "მდგმურები" (1990, რეჟისორი, სცენარისტი); ციხე-სიმაგრე (1993, რეჟისორი, სცენარისტი); "1001 ღამე თბილისში" (1998, რეჟისორი); "ვანო მელაშვილი" (2000,  რეჟისორი, სცენარისტი); "მტვრის გემო" (ტელესერიალი, 2003, რეჟისორი); "მეიდანი, სამყაროს ჭიპი" (2004, რეჟისორი, სცენარისტი); "კავშირი" (2005, რეჟისორი, სცენარისტი); "ანტიგონე" (2004, ტელესერიალი, რეჟისორი), "მოძრავი ფოტოები" (2006, რეჟისორი); "უსახელო მცენარე" (2010, პროდიუსერი); "ჩიტების გამომზამთამრებელი" (2010, პროდიუსერი); "რეზუს უარყოფითი" (2010, პროდიუსერი).  საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე. რამდენიმე სტუდენტური და ახალგაზრდული კინოფესტივალის დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანალი და დირექტორი ("ჩვენ მოვდივართ", "სესილი", "ამირანი"). მიღებული აქვს ალმა-ათის კ/ფ მთავარი პრიზი კინოფილმისთვის "ვერსათრიელა" (1986), მანჰეიმის (გერმნია) კ/ფ კინოფილმისთვის "დედუნა" (1987), მიუნხენის (გერმანია) კ/ფ "ოქროს ვარსკვლავი",
კინოფილმისთვის "მდგმურები" (1991). 
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო კომისიის წევრი (2002, 2009, 2011, 2013, 2015წწ).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.43; ქართული კინო : ყველაფერი ქართული კინოს შესახებ: georgian-cinema.ge

Member of Organizations

  • ევროპული კინოაკადემია (EFA), წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, გამგეობის წევრი

Share: