The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ჯაფარიძე

ლევან ჯაფარიძე
Date of birth:3 May, 1934  (90 years)
Date of death:19??
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, მექანიზაციის ფაკულტეტი დაუსწრებლად.

1959 წლიდან სპორტით იყო გატაცებული და სხვადასხვა დროს სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა თავისუფალ, ქართულ ჭიდაობასა და სამბოში, რისთვისაც მიღებული აქვს მრავალი სიგელი და გამარჯვების აღმნიშვნელი თასები; 1974 წელს საქართველოს სპორტკომიტეტმა დანიშნა ქ. თბილისის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მმართველად, სადაც იგი ახალგაზრდა თაობის სპორტული აღზრდით იყო დაკავებული; იგი კინორეჟისორ თემურ ბაბლუანის რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული როგორიცაა "ძმა" (1981); "მემკვიდრეობა" (2006). გადაღებულია სხვადასხვა მუსიკალურ და ისტორიულ ეპიზოდურ როლებში კერძოდ: "მე მიყვარს სვანეთი" და დიდგორის ბრძოლა - ძლევაი საკვირველი"; საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის ვეტერანი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.506

Awards and Honors

  • საქართველოს სპორტის ოსტატი (ჭიდაობა სამბო)
  • სსრკ ჩემპიონი (3 გზის ჩემპიონი, ჭიდაობა)

Share: