Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედნარ მეგრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ჩაირიცხა უნივერსიტეტის ქართული ცეკვის სტუდენტურ ანსამბლში (ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე); 1957 წელს გახდა თბილისის ახლად შექმნილი საფესტივალო ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლის წევრი (ქორეოგრაფი გ. დარახველიძე); 1960 წელს კი მისი პირველი პედაგოგის, ქორეოგრაფ ენ. ხაბაძის რეკომენდაციით ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მიიღეს; გარეგნულად მოხდენილი მოცეკვავე მაღალტექნიკურად ასრულებდა "განდაგანას", "მოხეურის", "ფარიკაობისა" და სხვა ცეკვების ილეთებს; ამ სახელგანთქმულ კოლექტივში იგი 1965 წლამდე მოღვაწეობდა და დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1965 წლიდან ე. მეგრელიძე ბათუმის I-ლი პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორია, ხოლო 1981-1986 წლებში მუშაობდა უცხოეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის ქობულეთის სასტუმრო "კოლხეთის" გენერალურ დირექტორად. არის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მოსკოვის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957), სტუდენტთა და ახალგაზრდობის ვენის მსოფლიო ფესტივალის ლაურეტი (1959), მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.14
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |