The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედნარ მეგრელიძე

ედნარ მეგრელიძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

ჩაირიცხა უნივერსიტეტის ქართული ცეკვის სტუდენტურ ანსამბლში (ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე); 1957 წელს გახდა თბილისის ახლად შექმნილი საფესტივალო ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლის წევრი (ქორეოგრაფი გ. დარახველიძე); 1960 წელს კი მისი პირველი პედაგოგის, ქორეოგრაფ ენ. ხაბაძის რეკომენდაციით ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მიიღეს; გარეგნულად მოხდენილი მოცეკვავე მაღალტექნიკურად ასრულებდა "განდაგანას", "მოხეურის", "ფარიკაობისა" და სხვა ცეკვების ილეთებს; ამ სახელგანთქმულ კოლექტივში იგი 1965 წლამდე მოღვაწეობდა და დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1965 წლიდან ე. მეგრელიძე ბათუმის I-ლი პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორია, ხოლო 1981-1986 წლებში მუშაობდა უცხოეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის ქობულეთის სასტუმრო "კოლხეთის" გენერალურ დირექტორად. არის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მოსკოვის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957), სტუდენტთა და ახალგაზრდობის ვენის მსოფლიო ფესტივალის ლაურეტი (1959), მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.14


გააზიარე: