The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე პაატაშვილი

ივანე პაატაშვილი
Other name:ვანო პაატაშვილი
დავიწყებული   (Pseudonym)
დიმიტრაშვილი   (Pseudonym)
თელაველი  (Pseudonym)
ლეკი  (Pseudonym)
Date of birth:14 March, 1881  (144 years)
Date of death:19??
Category:Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1898 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თელავში. მუშაობდა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე საქალაქო დაწესებულებებში, ჩართული იყო თელავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თაოსნობით და უახლოეს პირთა დახმარებით დაარსდა ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლა, სახალხო წარმოდგენების დრამწრე, საქველმოქმედო საზოგადოება, ქალაქის საბჭო, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა, კახეთის კავშირი და სხვ. 1908 წლიდან ივანე პაატაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მისი დამსახურებაა ამ საზოგადოების თელავის განყოფილების გახსნა. ივანე პაატაშვილმა, არჩილ ჯორჯაძესა და ილია ზარაფიშვილთან ერთად, თელავში საძირკველი ჩაუყარა სოციალ-ფედერალისტთა მოძრაობას და მონაწილეობა მიიღო სოფელ გულგულაში დაარსებულ კომუნაში. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ივანე პაატაშვილი თელავის მაზრის პირველი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. 1918 წლიდან, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე იმდროინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა  პროვინციის ყოფა-ცხოვრების შესახებ. ივანე პაატაშვილის გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.694

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება, მდივანი და ხაზინადარი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1915-)

Share: