შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე პაატაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. 1898 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თელავში. მუშაობდა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე საქალაქო დაწესებულებებში, ჩართული იყო თელავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თაოსნობით და უახლოეს პირთა დახმარებით დაარსდა ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლა, სახალხო წარმოდგენების დრამწრე, საქველმოქმედო საზოგადოება, ქალაქის საბჭო, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა, კახეთის კავშირი და სხვ. 1908 წლიდან ივანე პაატაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მისი დამსახურებაა ამ საზოგადოების თელავის განყოფილების გახსნა. ივანე პაატაშვილმა, არჩილ ჯორჯაძესა და ილია ზარაფიშვილთან ერთად, თელავში საძირკველი ჩაუყარა სოციალ-ფედერალისტთა მოძრაობას და მონაწილეობა მიიღო სოფელ გულგულაში დაარსებულ კომუნაში. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ივანე პაატაშვილი თელავის მაზრის პირველი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. 1918 წლიდან, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე იმდროინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა პროვინციის ყოფა-ცხოვრების შესახებ. ივანე პაატაშვილის გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი უცნობია. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.694 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |