Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მეგი თუშიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1979წწ. მესხეთის თეატრის მსახიობი იყო. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის და ჟანრის როლებს. მის მიერ განხორციელებული სახეებიდან აღსანიშნავია: კაკალა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), მარია ტიუდორი (ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), ქალღმერთი დალი (მ. ჯაფარიძის "ლამპარი"), ივლიტა (გ. ბერიაშვილის "მეხდაცემული კაკალი"), კომკავშირის მდივანი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), მედეა (ლ. სანიკიძის "მედეა"), ანგელინა (ა. გეწაძის "პაემანი ცაში", კინტო (ა. წერეთლის "ვოდევილები"), ქეთევანი (ო. ჩხეიძის "ქეთევანი"), ია (ო. იოსელიანის "ხუთი შინაბერა და ერთი მამაკაცი"); მაკა (ე. ყიფიანის "ცაში ასროლილი ქუდები"), კეკე (ზ. ანტონოვის "მინდა კნეინა გავხდე", მეგი (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), მზევინარი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ხამფერა (გ. ერისთავის "ძუნწი"); 1979-1983წწ. მუშაობდა მინიატურების სახელმწიფო თეტრში; 1983-1985წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,2008.- გვ.45-46 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |