შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ გეგუჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1961 წელს. ჯ. გეგუჩაძე ცეკვას ეუფლებოდა თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის კლუბთან არსებულ ქორეოგრაფიულ წრეში პედაგოგ მიხეილ ბახტაძის ხელმძღვანელობით. როგორც მოცეკვავემ პირველი წარმატება მოიპოვა 1957 წელს მოსკოვში გამართულ ახალგაზრდობისა და სტუდენთა მე-6 მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ის გამოდიოდა ქართული ცეკვის ახალგაზრდული ანსამბლის შემადგენლობაში (ქორეოგრაფი გ. დარახველიძე) და ამ ფესტივალის ლაურიატი გახდა. პერსპექტიული მოცეკვავე 1957 წელს ი. სუხიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვების სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მიიღო მოცეკვავე-მსახიობად, სადაც პროფესიონალურ მოცეკვავედ ჩამოყალიბდა. ჯ. გეგუჩაძე საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის მონაწილეა (მოსკოვი, 1958). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.52
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |