The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბუხაიძე

მიხეილ ბუხაიძე
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1905
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 1942  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში, მეთაურობდა ბატალიონს კავკასიისათვის ბრძოლაში. 1942 წლის აგვისტოში სასიკვდილოდ დაიჭრა სოფ. პრავოურვანსკის მიდამოებში (მაისკის რაიონი, ყაბარდო-ბალყარეთი) გერმანიის ჯარების წინააღმდეგ თავისი ბატალიონის კონტრიერიშის ხელმძღვანელობისას. პოეტმა ირაკლი აბაშიძემ მას მიუძღვნა ცნობილი ლექსი "კაპიტანი ბუხაიძე", რომლის საფუძველზეც შეიქმნა სიმღერა (კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი). ბუხაიძის სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას თბილისში. საბჭოთა არმიის კაპიტანი.

წყარო: კაპიტანი ბუხაიძე / პეტრე შამათავა. - თბ. : ნაკადული, 1960 (მე-4 სტ).-38გვ; facebook.comyoutube.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

გააზიარე: