The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა კაპანაძე

ლეილა კაპანაძე
Date of birth:26 April, 1933
Date of death:2 March, 2022  (at 88 years)
Category:Scientist, Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

ლ. კაპანაძე სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა აკ. ვასაძის და აკ. ხორავას ხელმწღვანელობით და წარმატებით ახორციელებდა საკურსო სპექტაკლებში საპასუხისმგებლო როლებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გალჩიხა (ა. ოსტროვკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), აგრაფინა (შ. დადიანის "გუშინდელნი") და სხვ., ლ. კაპანაძე 1956-1960წწ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის მეტყველების პედაგოგი, ხოლო 1960 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების პედაგოგია; 1962-1983წწ. უფროსი მასწვლებელი, 1983-1989წწ. ინსტიტუტის დეკანის  მოადგილე; 1988-1996წწ. დოცენტის, ხოლო 1996 წელს პროფესორის თანამდებობას იკავებს; 1997 წელს მეტყველების კათედრის გამგედ ინიშნება,  პარალელურად მეტყველებაში კონსულტაციებს უწევს "რადიო 105-სა" და "ინტერნიუსის" ჟურნალისტებს. არის არა ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი სასცენო მეტყველების პრობლემების საკითხებზე და მსახიობთა არაერთი თაობის აღმზრდელი. საქართველოს სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის მეუღლე.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.54; სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი "ამ­ბე­ბი.ge": ambebi.ge


Share: