შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა გეტენის პოლიტექნიკური ინსტიტუტი გერმანიაში 1912 წელს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი. 1918 წლის აპრილში, თურქეთის ჯარების მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ, ხუნდაძე სათავეში ჩაუდგა შორაპნის მუშათა 84-კაციან მოხალისეთა რაზმს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ჩოლოქის ბრძოლაში. 1918-1921წწ. იყო ბორჯომში სამთავრობო მამულების გამგე. 1921-1923წწ. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების (1921 წლის) შემდეგ მუშაობდა მანგანუმის მრეწველთა საბჭოში; 1923-1926წწ. ინგლისურ ფირმა "დიუპრეში"; 1926-1935წწ. რიონისა და ხრამის სადგურების მშენებლობაზე. 1938 წლის მარტში დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური" საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. სახელმწიფო მოხელე. წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; სტალინური სიები: stalin.historyproject.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |