შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ყოლბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1985 წელს. 1978-1979წწ. ზუგდიდის თეატრის მსახიობია; 1985 წლიდან მოღვაწეობს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეტრში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მედვედენკო (ა. ჩეხოვის "თოლია", რეჟ.: გ. ქავთარაძე), მსახიობი (მ. გორკს "ფსკერზე", რეჟ.: გ. ქავთარაძე); ქოსა გახუ (კ. გამსახურდიას "ეწერში მდგარი თხმელა", რეჟ.: გ. თავაძე), ჯერი (ე. ოლბის "რა მოხდა სამხეცეში", რეჟ.: ბ. ქავთარაძე), ფრედი (ბ. შოუს "პიგმალიონი", რეჟ.: კ. სურმავა), პიერო (ა. ტოლსტოის "ბურატინო", რეჟ.: გ. ქავთარაძე), მუნჯი, კუკუ (გ. გამსახურდიას "მუნჯის სიზმრები" – პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, 1990), ბეღო (მ. მაკდონაჰის "ნაბუშრები", რეჟ.: გ. ქანთარია), ივერიელების მამა (დ. ტურაშვილის "ჯინსების თაობა", რეჟ.: დ. დოიაშვილი), ხმა ("სხვა საქართველო სად არი", რეჟ.: მ. ყოლბაია), ორეული (თ. დოსტოევსკის "ორეული", რეჟ.: მ. ყოლბაია), ხლუდოვი (მ. ბულგაკოვის "სრბოლა", რეჟ.: რ. სტურუა), იესო (ჩ. აიტმატოვის "დასჯის კუნძი", რეჟ.: ლ. ბულუხია, ნ. არველაძე), იატგეირი (ჰ. იბსენის "ბრძოლა ტახტისთვის", რეჟ.: გ. ქავთარაძე), კოტე (რ. სტურუა, გ. ქავთარაძე "ბრალდება", რეჟ.: გ. ქავთარაძე); გრაფი კარვიკი (ჟან ანუის "ლეგენდა ორლეანელ ქალწულზე", რეჟ.: გ. სიხარულიძე), ზორბეგი (ქამალ აბდულას "ვინა სთქვა რომ ფასკუნჯი არსებობს", რეჟ.: გ. კაპანაძე), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი" რეჟ.: გ. კაპანაძე), ბრუტოსი (უ. შექსპირის "კორიოლანოსი", რეჟ.ი: ა. ქანთარია), ვოლდემარი (ვ. ნაბოკოვის "ემიგრანტები" რეჟ.: ლ. წულაძე), ანტონი (ვ. ნაბოკოვის "ორი ნოველა", რეჟ.: ლ. წულაძე), შოგო (ე. ბონდის "ვიწრო ბილიკი ჩრდილოეთისაკენ", რეჟ.: დ. საყვარელიძე), მამა (ლ. პირანდელოს "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი", რეჟ.: ბ. წერედიანი), რომა (გ. ოდიშარიას "ზღვა რომელიც შორია", რეჟ.: თ. ჩხეიძე), მთხრობელი (ლ. ასათიანის "ირმის უკანასკნელი ბღავილი", რეჟ.: ნ. ლორთქიფანიძე), ბახუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", რეჟ.: გ. ჟორდანია). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.66; კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი: sokhumitheatre.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |