Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კრავეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა კულაშის ორკლასიანი სასწავლებელი. მუშაობდა რკინიგზის სარემონტო უბანზე დურგლის შეგირდად; 1917 წლამდე სამტრედიის დრამატული წრისა და მომღერალთა გუნდის აქტიური წევრია; 1919 წელს ჩამოდის თბილისში და მეცადინეობს კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; 1923-1924წწ. მუშაობს სახალხო სახლში მსახიობად; 1925-1926წწ. იღებს მიწვევას ჭიათურის თეატრში; 1928-1930წწ. სანკულტურის თეატრის წამყვანი მსახიობია; 1931 წელს ხელმძღვანელობის მოთხოვნით გადადის რუსთაველის თეატრში; 1935 წლიდან მუშაობს სადეკორაციო საამქროს კონსტრუქტორად, გამგედ, იმავე დროს, სცენის ინსპექტორად და მსახიობად; 1941-1947წწ. შეთავსებით ასრულებს სადადგმო ნაწილის გამგის მოვალეობას. 1948 წელს ხელმეორედ იქნა დანიშნული ამ თანამდებობაზე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.67 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |