The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ფურცხვანიძე

მურმან ფურცხვანიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2000  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1970წწ. მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად ქუთაისის თეატრში, რეჟისორად - ქუთაისის თოჯინების თეატრში (1970), ხოლო 1974 წლიდან მთავარ რეჟისორად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში; აგრეთვე ხელმძღვანელობდა კულტურის სახლს (1956-1960), რკინიგზის კლუბის (1960-1962), საავტომობილო ქარხნის კლუბის თვითმოქმედ დრამატულ კოლექტივებს, 1968 წელს - ტყიბულის სახალხო თეატრს; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია:  ქუთაისის დრამატულ თეატრში: გრ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში", ა. მიროდანის "სახელგანთქმული 702", ა. აბშილავას "ადამიანი დაბრუნდა" და "ცისფერი მდინარე", ი. ვაკელის "ხელაშვილების ოჯახი" და "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", დ. თაქთაქიშვილის "მგლები", ე. რანეტის "ბრაკონიერები", რ. ბეროძის "ახირებული", დ. კვიცარიძის "როცა სიცოცხლე გეძახის", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", ამბროჯის "ბიუროკრატოზავრები", კ. გუდრიჩის, ა. ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური", ო. იოსელიანის "თეთრი ქალიშვილი", ე. რაძინსკის "ერთხელ ახალი წლის ღამეს", ა. ჩხაიძის "ჩინარის მანიფესტი"და სხვა; ქუთაისის თოჯინების თეატრში განახორციელა: ნ. ლომოურის "ქაჯანა", ტ. ხავთასის "თხუპნია", ო. მამფორიას "მტრედები", ნ. დარსაველიძის "ცერცეტა", ლ. წერეთლის "ეშმაკუნები" და "დილა ტყეში", ე. ჟორჟოლიანის "სიზმარა", ეკ. გაბაშვილის "მაგდანას ლურჯა", ნ. კასიანის "ორი ბოკვერი", დ. ხუროძის "ძმა ძმისთვის", კ. მაჭარაძის "დათუნიას სამართალი", ვ. იაქაშვილის "იადონა", დ. ხუროძის "უკუდოები" და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.19


გააზიარე: