The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ახმეტელი

გივი ახმეტელი
Date of birth:23 June, 1938  (86 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პირველი ნაბიჯები შემოქმედებაში 1953 წელს  თბილისის ცენტრალური კულტურის სახლის ქართული საკრავების თვითმოქმედ ანსამბლში გადადგა, რომელსაც  ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მარიამ არჯევანიშვილი ხელმძღვანელობდა; 1956-1958წწ. მუშაობდა რუსთაველის თეატრში სტატისტად; 1959 წლიდან მუშაობს ოზურგეთის თეატრში; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მორისი (ნ. ნიშნიანიძის "ვისთან არის მაკო"), არჩილ სავანელი (ალ. ჩხაიძის "ხიდი"), ვანიჩკა (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), გოდაბრელიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შოშია ( ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), დურმიშხანი, მიტუა (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), კოწია (ა. გეწაძის "ყარამან ყანთელი"), აიმანი (ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ნესტორ კალანდარიშვილი (ალ. შენგელიას "ციმბირელი პაპა"), ავეტიკი (ალ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ჟორჟ დანდენი (მოლიერის "გაბრიყვებული ქმარი"), გაიოზი (თ. ჭილაძის "მკვლელობა"), აგნოსტიოსი (გ. ფიგეირედოს "ეზოპე"), გივი (ლ. თაბუკაშვილის "დედაჩემის საყვარელი ვალსი") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.74-75

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: