The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ გეგელაშვილი

Date of birth:1 May, 1885
Date of death:4 February, 1972  (at 86 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ყარსის ოლქი.

სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში; დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი 1902 წელს; მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1905 წელს. 

გაანაწილეს ნოვგოროდში განლაგებულ 22-ე საარტილერიო ბრიგადაში პოდპორუჩიკის ჩინით. 1914 წელს იმავე ბრიგადის შემადგენლობაში ჩაება პირველ მსოფლიო ომში, ოღონდ უკვე, როგორც ბრიგადის მეთაური. წარჩინებისთვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. 1917 წლიდან პოლკოვნიკი გეგელაშვილი 22-ე საარტილერიო ბრიგადის დივიზიონს მეთაურობდა, სანამ 1918 წლის დასაწყისში არტილერისტები ფრონტიდან კვლავ ნოვგოროდში არ დაბრუნდნენ. ბრიგადის დაშლის შემდეგ იგი სამხრეთ რუსეთში გაემგზავრა ბოლშევიკებთან საბრძოლველად. თავდაპირველად მსახურობდა მოხალისეთა არმიის ოფიცერთა ბატალიონში. მოგვიანებით იყო II მსუბუქი საარტილერიო დივიზიონის II ბატარეის მეთაური სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 1919 წლის 12 იანვრიდან ხელმძღვანელობდა სასწავლო–მოსამზადებელ საარტილერიო სკოლის ბატარეას, ხოლო შემდეგ II საარტილერიო ბრიგადას. 22 ივლისიდან ოქტომბრამდე იმავე ბრიგადის III დივიზიონის მეთაური იყო, ნოემბრიდან კი – კორნილოვის საარტილერიო ბრიგადის II დივიზიონის უფროსი. მონაწილეობდა "ბრედის ლაშქრობაში" პოლონეთის ფრონტზე, ხოლო 1920 წლის მაისიდან ირიცხებოდა ყირიმში დისლოცირებული რუსული არმიის შემადგენლობაში. 1920 წლის ნოემბერში ის კორნილოვის საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში ევაკუირებულ იქნა თურქეთში, გალიპოლის ნახევარკუნძულზე. გალიპოლის ბანაკიდან მოხალისეთა კორპუსის შემადგენლობაში გადავიდა ბულგარეთში. 1921 წლის თებერვალში მსახურობდა კორნილოვის საარტილერიო დივიზიონის II ბატარეაში. 1924 წელს ჩეხოსლოვაკიაში გადავიდა. ამ ქვეყნის მთავრობას სპეციალისტები სჭირდებოდა, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო განხრით. გენერალ ვრანგელის ნებართვით პოლკოვნიკი გეგელაშვილი ჩეხოსლოვაკიის არმიაში შევიდა. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, დივიზიონს, I საარტილერიო პოლკს. 1939 წლისთვის იგი უკვე ჩეხოსლოვაკიის არმიის მაიორი იყო. თავად სოლომონ გეგელაშვილი იყო "რუსული საერთო–სამხედრო კავშირის" (POBC) განყოფილების უფროსი, აგრეთვე, "გალიპოლელთა საზოგადოების" თავმჯდომარე პრაღაში. 1939 წელს, გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის არმია დემობილიზირებულ იქნა. ჯარიდან განთავისუფლებულმა სოლომონ გეგელაშვილმა განაგრძო საქმიანობა რუს სამხედრო ვეტერანთა ორგანიზაციებში, რადგან ნაცისტები არ დევნიდნენ მათ, ვინც სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. 1944 წლის შემოდგომაზე ცხადი გახდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში მალე საბჭოეთის ძალები შევიდოდნენ. მან შეძლო გერმანიის საოკუპაციო ხელმძღვანელობისგან პრაღის რუსი მოსახლეობისთვის მიეღო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობით 1945 წლის აპრილში გალიპოლელები ბავარიაში გაემგზავრნენ. სწორედ აქ მოუსწრო მათ ომის დამთავრებამ. მოკავშირეებმა ისინი ლტოლვილთა ბანაკში მოათავსეს, სადაც ბატონი სოლომონი მამასახლისად აირჩიეს და ისიც ძალ–ღონეს არ იშურებდა რუსი ვეტერანებისა თუ საბჭოთა ტყვედყოფილების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. 1945 წლის ბოლოდან იგი იყო "POBC"–ის განყოფილების უფროსი გერმანიაში. 1948 წელს არგენტინის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო რუსი ემიგრანტები. გაემგზავრა არგენტინაში, დასახლდა ბუენოს–აირესში. გარკვეული ხნის შემდეგ სოლომონ გეგელაშვილი გახდა "POBC"–ის სამხრეთ ამერიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ უფროსი და გალიპოლელთა საზოგადოების იქაური განყოფილების თავმჯდომარე; მან აღადგინა კავშირი ჟურნალების –  "Перекличка" (ნიუ–იორკი) და "Часовой" (ბრიუსელი), რედაქციებთან, აგრეთვე, გენერალ ა. ა. ფონ–ლამპესთან, რომელიც 1957 წლიდან თავმჯდომარეობდა "რუსულ საერთო–სამხედრო კავშირს". გარდაიცვალა ბუენოს–აირესში.

წყარო: მემატიანე.ჯე: mematiane.gegrwar.ru

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა გიორგის ოქროს იარაღი
    ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და მშვილდით)
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
    ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის

Share: