The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო მიქელაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1902
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

სოფიო მიქელაძემ პირველმა შეიტანა სოფელ კულაშში ხარისხიანი ევროპული აბრეშუმის ჭიის კვერცხი, მისი თაოსნობით მოეწყო სპეციალური შენობა, გაშენდა თუთის ხეები. სოფიო მიქელაძე ასევე ხელმძღვანელობდა მეფრინველეობის დარგის განვითარებას სოფელში, ასი ათასობით კვერცხი იგზავნებოდა უცხოეთის ბაზრებში; დააარსა "სამეურნეო ფრინველთა გამაუმჯობესებელი კომიტეტი", რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო. მისი მონდომებით კულაშში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა.

წყარო: სოფიო მიქელაძისა : (ნეკროლოგი) (წერილი კულაშიდგან) / დამსწრე // ივერია : საპოლიტიკო და სალიტერატურო ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1902. - 19 დეკ.. - N272. - გვ.2-3


გააზიარე: