The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან კობახიძე

ქეთევან კობახიძე
Date of birth:22 February, 1917  (108 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

1939 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელი ვოკალური განხრით 1939 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური სპეციალობა 1945 წელს (ო. შულგინას კლასი).

1945 წელს მუშაობს როგორც მსახიობ-მომღერალი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში, სადაც 50 წლიანი მოღვეწეობის მანძილზე მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა და დიდად შეუწყო ხელი თეატრის ზრდა-განვითარებას; პირველი სადებიუტო როლი იყო ამ თეატრის  სცენაზე ცუგრუმელა (ფ. ერვეს "ცუგრუმელა"), რასაც მალე მოჰყვა მარიცა (ი. კალმანის "მარიცა"); მან მრავალი წამყვანი ვოკალური პარტია და როლი შეასრულა, მათ შორის აღსანიშნავია: როზ-მარი (რ. ფრიმლისა და გ. სტოტჰარტას "როზ-მარი", ალესია, ანჟელა (ი. მილიუტონის "ტრემბიტა", "ჩანიტას კოცნა"), ლიზიკო (ა. შავერზაშვილის "აღლუმი"), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის "პერიკოლა"), მარიეტა (ი. კალმანის "ბაიადერა"), კოდალა (ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში"), ლამარა (ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ"), გულიკო, ნირმა (გ. ცაბაძის "ბრწყინვალე მომავალი", "ჩემი შეშლილი ძმა"), ნათელა (ნ. გუდიაშვილის "შეხვედრა აგარაკზე"), ნორა (ს. ნასიძის "სტუდენტები") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.-- თბ., 2007.- გვ.21

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: