Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ხმალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ბაქოს წითელი გვარდიის რაზმის მეთაური. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სათავეში ედგა ბაქოს საბჭოთა ბატალიონს. 1919-1920წწ. მონაწილეობდა ანტონ დენიკინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს; 1920 წელს რუსეთ-პოლონეთის ომში; საქართველოზე თავდასხმაში (1921, თბილისის ოპერაციის დროს მეთაურობდა ჯავშნოსან მატარებელს). საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.1931-1933წწ. იყო საქართველოს სსრ მუშურ-გლეხური მილიციის სამმართველოს უფროსი; 1933-1935წწ. ქალაქ ლენინგრადის და ლენინგრადის ოლქის მილიციის უფროსის თანაშემწე; 1937 წელს რიაზან-ურალის რკინიგზის დაცვის უფროსი. 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის, ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით. დახვრიტეს. დაჯილდოებული იყო ორდენებით. ბოლშევიკი, სამხედრო მეთაური. წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ღია სია: ge.openlist.wiki; dspace.nplg.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |