The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ბაზღაძე

ოთარ ბაზღაძე
Date of birth:20 July, 1933  (91 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტი 1961 წელს.

1955-1956წწ. მუშაობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მსახიობად; 1961-1966წწ. ფილარმონიის მსახიობია; 1966 წლიდან ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური თეატრის დასშია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვარლამი (შ. ჯოჯუას "მეკარე"), კაციჩელსიდან, გარი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), საფრთხობელა, კაპიტანი ბრიოლი (დ. მოდუნიოს "შავი ურჩხული"), გუტა (ნ. გუდიაშვილის "სალხინობელი"), ფრედი, ვაჭარი ("ჩემი შეშლილი ძმა", "კურკას ქორწილი"), სოსანა (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფელდკურატი (ო. თევდორაძის "შვეიკი მიდის ფრონტზე"), დირექტორი, რონსდორფი, ჩეკო (ი. კალმანის "სილვა", "მარიცა"), თხა, მკითხველი, ფრანც იოსები" (ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში", "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი"), ჰერცოგი კარასკო (მიჩლის "კამანჩელი"), შოთა, გიორგი, ზაბუნი (შ. მილორავას "საბედისწერო ოპერაცია", "სოლომონ ისაკიჩ მეჟღანუაშვილი", "კახაბერის ხმალი"), ურიადნიკი (ჯ. ბოკის "მევიოლინე სახურავზე") და სხვა; ოთარ ბაზღაძე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად სპექტაკლებზე: ჟ. ოფენბახის "პერიკოლა", კ. პოსტერის "მაკოცე კეტ!", გ. ცაბაძის "მირანდოლინა" და "სიყვარულის მგოსანი ვარ", მიჩ ლის "ლამანჩელი", ი. შტრაუსის "ღამურა". მსახიობის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰერცოგ-კრასკოს ("ლამანჩელი", რეჟ. გ. მელივა, 1976) ვოკალური და საშემსრულებლო არტისტული ღირებულებით გამორჩეულ სახეს; ოთარ  ბაზღაძე მონაწილეობს რადიოდადგმაში, გადაღებული თ. ჩხეიძის ვიდეოფილმში "მარადისობის კანონი".

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ. 84


Share: