The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა კალანდია

ლეილა კალანდია
Date of birth:24 February, 1947  (78 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს.

1969 წლიდან დაიწყო მუშაობა პანტომიმის თეატრში ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით; 1972 წლიდან კი მოღვაწეობდა სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სალომე (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), ბოშა ქალი (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ულიანა გრომოვა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), სალომე (გ. კვარაცხელიას "ჩემი კუთვნილი მყუდროება"), მუზა (ა. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), დედა (ნ. დუმბაძის "თეთრი ბაირაღები"), ნერისა (უ. შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი"), ანა (მ. გორკის "ფსკერზე"), მართა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), სემირა (ქ. აბდულას "ვინა თქვა, რომ ფასკუნჯი არსებობს"), მაიკო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.22

Awards and Honors

  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: