The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა სამანიშვილი

მარიკა სამანიშვილი
Legal name:მაია სამანიშვილი
Date of birth:24 July, 1958  (66 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნანი (გ. ბათიაშვილის  "ვალი"), მარტირიო (ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), რუქაია (ალ. სუმბათაშვილი "ღალატი"), მონიკა (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები"), ჟენია (ბ. ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარია"), ყამარი (შ. შამანაძის "ღია შუშაბანდი"), მაია (აკ. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"); ირინკა, მეგი, ნია (ლ. თაბუკაშვილის "შენკენ მავალი გზები", "ათვინიერებენ მიმინოს", "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი"), რიტა (ნ. ოსტროვსკის "რამდენიმე ეპიზოდი კომუნისტის ცხოვრებიდან"), ვენერა (ე. რაძინსკის "ნერონისა და სენეკას ჟამინდელი თეატრი"), ცეზონია (ა. კ. კამეუს "კალიგულა"), ლამზირა (ო. იოსელიანის "გამოქვაბულში"), მარკიზა (რ. გაბრიაძის "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები"), ნუნუ ექიმი, მერი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ფერნიველი (პ. შეფერის "შავი კომედია"), მარინე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), კესო (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), მზეთვალა (ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი") და სხვა; სარდაფის თეატრში განახორციელა ქალი (კაბუ აბეს "ქალი ქვიშაში"); თავისუფალი თეატრის მონოსპექტაკლში - ემილი დიკენსონი (უ. ლიუსის "ამჰერსტის მშვენება"); მ. სამანიშვილი გადაღებულია კიმოფილმებში: "თბილისი და თბილისელები" (გოგონა), სატელევიზიო ფილმში "ჯერ შეიცადეთ" (დეზი), "ჩემი ცოლის დაქალები" (მადონა), "ბამბაზიის სამოთხე" (ელენე).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ. 84-85; სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი "ამ­ბე­ბი.ge": ambebi.ge

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია

Share: