The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიჭიკო ჩხეიძე

ბიჭიკო ჩხეიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჩხეიძე
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1933  (91 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მეცნიერი, მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების აგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს.

1957-1958წწ. მუშაობდა საქაერთველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად; 1966-1980წწ. საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში საექსპოზიციო განყოფილების გამგედ; 1980-1983წწ. უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის დირექტორად; 1983-1984წწ. ნიკო ფიროსმანის სახელობის სახელმწიფი მუზეუმის თბილისის ფილიალის დირექტორად; 1984-1996წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკლამების გამომშვები დირექციის მხატვარ-ექსპოზიონერად; გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლენინგრადში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1969-2004წწ. თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო-პედაგოგიურ სასწავლებელში, ხოლო 1995-2001წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა; 2001 წლიდან პროფესორის თანამდებობა უკავია საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1971 წლიდან მუშაობს, როგორც მხატვარ-დეკორატორი; გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი გამოფენა. მისი გაფორმებულია მუდმივი ექსპოზიციები: სიმონ ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმში - ოქროს საგანძური - სეიფი - მხატვარ ა. კენჭაძესთან ერთად; თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში (ქარვასლა); ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა სახლ-მუზეუმებში: უ. ჩხეიძის, ნ. ვაჩნაძის, აკ. ვასაძის, მ. ჭიაურელის, ს. მირიანაშვილის, ნიკო ფიროსმანის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს სხვადასხვა ქალაქის, ასევე რუსეთის, ჰოლანდიისა და აშშ-ის ჟურნალ-გაზეთებში; ა. ჩხეიძე ავტორია მრავალი წიგნისა, მათ შორის -  "ჯორჯ ბალანჩინის ახალგაზრდობის წლები საქართველოში" (გამოიცა აშშ-ში ); აგრეთვე იგი ავტორია კრებულებში შესული სტატიებისა: "ყველაფერი ბალეტის შესახებ", "სანდრო ახმეტელი" და სხვ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. პროფესორი (2001).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ. 86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაეროსთან არსებული რუსეთის ინფორმაციის საერთაშორისო და კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ღირსების ორდენი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: