Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ნორაკიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1930-1939წწ. მუშაობდა თბილისის პედაგოგიკის კვლევითი ინსტიტუტის დეფექტოლოგიის სექტორის გამგედ; 1940-1953წწ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგედ; 1941-1959წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1960-1973წწ. გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; 1974 წლიდან პიროვნების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; ვ. ნორაკიძის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია: პიროვნების, ხელოვნების, დეფექტოლოგიისა და სპორტის ფსიქოლოგიის პრობლემები; მისი რედაქტორობით გამოიცა კრებული: "ბავშვის ფსიქიოლოგია" (3 ტომად, 1964-1975). ავტორია წიგნებისა: "ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი ყრუ-მუნჯთა სკოლისათვის" (1941, პ. ჭანიშვილთან ერთად); "სპორტის ზოგადი ფსიქოლოგია" (1951, 1957, 1959, 1967); "პიროვნების ტემპერამენტი და ფიქსირებული განწყობა" (1963); "ხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურა" (1972); "პიროვნების ხასიათის კვლევის მეთოდები" (1981); "პიროვნების განწყობის სტრუქტურის კვლევის კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი" (ა. გრიგოლავას თანაავტორობით, 1984) და სხვ. ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, დიმიტრი უზნაძის მოწაფე. პიროვნების ფსიქოლოგიის, დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტიპოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიის, დეფექტოლოგიის, პათოფსიქოლოგიის, ხელოვნების ფსიქოლოგიისა და სპორტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1953). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.470; ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |