შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაჯუ ჯაჭვლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, ისტორიის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე 1969 წელს. 1969 წელს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დატოვეს ისტორიის კათედრაზე სამუშაოდ; ორი წლის შემდეგ მესტიის რაიონში დაინიშნა ლახამულის სკოლის დირექტორად. სკოლაში მუშაობის პარალელურად აქტიურად მოღვაწეობდა მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ძეგლთა დაცვის ხაზით, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძეგლთა დაცვის საკითხზე ჩატარებულ კონფერენციებსა და სესიებში. მისი მოხსენებები და ნაშრომები სვანეთის უძველესი ეკლესია-მონასტრების საკითხებზე დაცულია მესტიის მუზეუმის არქივში. იგი ათეული წლების მანძილზე უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა მესტიის რაიონის სოფლებში შემორჩენილი უძველისი ეკლესიების აღდგენა-რესტავრაციაზე და დანგრევას გადაარჩინა არა ერთი ეკლესია-მონასტერი სვანეთში. ჯაჭვლიანების გვარში "მახვშად"-ად წოდებული. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.521 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |