შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ნინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1945 წელს 18 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც გამოჩენილი ლოტბარი მარო თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. 1950-1955 წლებში ვ. ნინიძე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა (ხელმძღვ. კიწი გეგეჭკორი). 1955 წელს ჩაირიცხა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში. 1956-1977 წლებში ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში (ხელმძღვ. ჯ. ბაგრატიონი). ვირტუოზული ტექნიკა, არტისტიზმი, კომედიური ნიჭი მისი საცეკვაო ხელოვნების შესანიშნავი მხარეებია, რომლებიც განსაკუთრებით იჩენდა თავს ცეკვებში: "პაემანი", "ძაბრა", "ნეტავი გოგოვ", "განდაგანა" და სხვა. ვ. ნინიძე 30 წელი გამოდიოდა სცენაზე და მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.22 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |