The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ხერხეულიძე

ზაქარია ხერხეულიძე
სხვა სახელი:ზაქარია ხერხეულიძევი
დაბადების თარიღი:1798
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1856  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სიმფეროპოლში
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

წარმომავლობით თავად ხერხეულიძეების რუსეთში დამკვიდრებული შტოდან. 1817 წლის აგვისტოდან იყო სამხედრო სამსახურში. 1823 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით დაინიშნა ოდესაში ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორის და ბესარაბიის მეფისნაცვლის, გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად. 1828-1829წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1828 წლის ნოემბერში მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ომის დამთავრებიდან მალევე გადავიდა სამოქალაქო სამსახურში. 1834 წელს მან მიიღო სახელმწიფო მრჩევლის ჩინი, ერთი წლის შემდეგ კი - ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი. 1833-1850წწ. მსახურობდა ქერჩ-ენიკალის ქალაქის თავად. მის მოღვაწეობას უკავშირდება ქერჩში არაერთი სამშენებლო და საზოგადოებრივი პროექტის განხორციელება. 1850 წლის იანვრიდან აპრილამდე იყო მინსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი, 1850-1852წწ. იყო სმოლენსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი. ყირიმის ომის დროს იმყოფებოდა სამხრეთის არმიის მთავარსარდლის, გენერალ მ. დ. გორჩაკოვის განკარგულებაში, კურირებდა ჰოსპიტლებს. გარდაიცვალა ტიფით. მიღებული აქვს ოქროს დაშნა "სიმამაცისთვის" (1828). თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1841).

წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.genobility.pro

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1847 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    ოფიცრის ჩინით ოცდახუთწლიანი შეუბღალავი სამსახურისთვის
  • 1840 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1837 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1828 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1828 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: