The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია კობიაშვილი

ოფიციალური სახელი:ზურაბ კობიაშვილი
სხვა სახელი:კობიევი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1864
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1931  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახატანი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი; ელიზავეტგრადის საკავალერიო იუნკერთა სკოლა.

1884 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. ჩაირიცხა კორნეტად ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა. 1906 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება სამხედრო სამსახურში თავის გამოჩენისთვის. შემდგომ წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17, შემდეგ ვოლინის ულანთა მე-6 პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკობა და გადაიყვანეს სმოლენსკის ულანთა მე-3 პოლკში. 1914 წელს I მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციაში. 1914-1915წწ. მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა მე-15 პოლკს, 1916-1917წწ. ვოლინის ულანთა მე-6 პოლკს. შემდეგ ირიცხებოდა ოფიცერთა რეზერვში. 1919 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ჰქონდა ფერწერული ტილოების და იარაღის და აღმოსავლური ხელოვნების (ე. წ. "ბუდისტური კოლექცია") ნიმუშების მდიდარი კოლექცია. ფერწერული კოლექცია - XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ხელოვნების 28 ნიმუში - კობიაშვილმა 1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას (რომლის ნამდვილი წევრიც თავად იყო) გადასცა. 1926 წელს იარაღისა და "ბუდისტური კოლექცია" გენერლისგან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა შეიძინა. მოგვიანებით, იარაღის კოლექციის შესწავლის მიზნით, მუზეუმმა ზურაბ კობიაშვილი თანამშრომლად მიიწვია, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, რომელიც ჭადრაკის სასახლის აშენებასთან დაკავშირებით განადგურდა და გენერლის საფლავი დაიკარგა. სამხედრო მოღვაწე და კოლექციონერი, გენერალ-მაიორი.

წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ruprosopography.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1909-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი (გიორგის იარაღით)
  • 1906 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: