Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჩახავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სერგიეთი, სენაკის რაიონი. 1943 წელს 13 წლის მოცეკვავე მიიწვიეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ლოტბარი მარო თარხნიშვილი); შემდეგ გამოდიოდა აფხაზეთის ა/რ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელ - ელი კიწი გეგეჭკორი); მუშაობდა ასევე მთავარ ქორეოგრაფად სენაკის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი რემა შელეგია); გ. ჩახავა სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ქორეოგრაფი, სოხუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე - მსახიობი და ქორეოგრაფის ასისტენტი; 1958 წელს მოსკოვში გამართულ ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ის წარმატებით გამოდის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის შემადგენლობაში (ხელმძღვანელები ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი). გ. ჩახავას ხელოვნებას გამოარჩევდა შესრულების დახვეწილი ტექნიკა და ტემპერამენტი, კერძოდ, ცეკვებში "ყაზბეგური", "ფარიკაობა", "კინტაური", და სხვ. გამოცდილი ხელოვანი 9 წლის მანძილზე უნარიანად ხელმძღვანელობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, სადაც გამოვლინდა მისი, როგორც ქორეოგრაფის შესაძლებლობანი. ორიგინალური კომპოზიციით გამოირჩევა მის მიერ დადგმული ცეკვები: "აფხაზური", "შარათინი", "აფხაზ ქალთა ცეკვა", "ყაზბეგური" და სხვ. არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.90 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |