The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ბრეგაძე

ვაჟა ბრეგაძე
Date of birth:4 March, 1937  (88 years)
Category:Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1957 წელს სწავლას შეუდგა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის ფაკულტეტზე. მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში და მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპერიმენტებში. 1962 წელს ჩააბარა შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1968 წელს მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის საწამროო პრაქტიკის ხელმძღვანელად. 1970-1975 წელს რუსთავის თეატრში მოღვაწეობდა ჯერ ლიტნაწილის გამგედ, შემდეგ კი, დირექტორ-განმკარგველად. 1975 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა კულტურის სამინისტროში სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად, მთავარ რედაქტორად, თეატრალური სამმართველოს უფროსად. პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში დრამატურგიის ფაკულტეტის სტუდედნტებს უკითხავდა ლექციებს, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა. ამავე დროს ინსტიტუტში ეკავა დოცენტის თანამდებობა. ვ. ბრეგაძე ორგანიზატორული ნიჭის ნიჭის მქონე თეატრმცოდნე გახლდათ. მან თავისი წვლილი შეიტანა რუსთავის ახლადდაარსებულ თეატრის ფორმირებაში. მოგვიანებით კი, ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭვინთის სემინარის ჩამოყალიბებაში, რომელიც, შემდგომში, ქობულეთში სისტემატურად იმართებოდა, რისი წყალობითაც, ქართულ თეატრს ახალგაზრდა ნიჭიერ დრამატურგთა მთელი თაობა შეემატა. ვ. ბრეგაძე ერუდირებული, მწერლური ნიჭითა და დახვეწილი გემოვნებით გამორჩეული თეატრმცოდნე იყო. მისი რეცენზიები, პორტრეტები, წერილები გამოირჩევიან ინტელექტუალური სიღრმით, პროფესიული ანალიზითა და კეთილმოსურნე მომთხოვნელობით, რაც თეატრს წარმატების მოპოვებაში ეხმარებოდა. იგი ავტორი იყო 200-ზე მეტი რეცენზიისა და 20-მდე ცალკეული ბუკლეტის, გამოჩენილ მსახიობებსა და რეჟისორებზე. საუკეთესო რეცენზიისთვის დაიმსახურა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია (1983).

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.26

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
    კავალერი
  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: