Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ გამსახურდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს; 1959 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად, 1966 წლიდან ასისტენტად, 1971 წლიდან დოცენტად. მისი კვლევის საგანი იყო ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ქალაქების ისტორია. მას დაწყებული ჰქონდა მონოგრაფია ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პრობლემებზე, რომლის ნაწილია გამოკვლევა "პიტიახშის ინსტიტუტის საკითხისათვის". ამ ნაშრომში ახლებურად არის გააზრებული და ახსნილი ძველი საქართველოს სახელმწიფო წყობილების ზოგიერთი საკითხი. გამოკვლევამ სპეციალისტთა დიდი ყურადღება დაიმსახურა, ითარგმნა სომხურ ენაზე და გამოაქვეყნა სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიამ. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, ფილოლოგიისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე; სტუდენტებს აცნობდა ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მატერიალური კულტურის მდიდარ ძეგლებს. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1966). ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას შვილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და; ცნობილი კალათბურთელის გურამ მინაშვილის მეუღლე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "IV-VI საუკუნეების ქართლის ქალაქების ისტორიიდან", დაიცვა 1966 წელს. წყარო: მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. -თბ.,1974.- N1. -გვ.194; რეზო შატაკიშვილის ბლოგი: rezoshatakishvili.wordpress.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |