The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ბარნოვი

ქეთევან ბარნოვი
Date of birth:1921
Date of death:2015  (at 94 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Public Man

Biography

დაიბადა სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ბარნოვის ოჯახში, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მმართველობაში გარკვეული თანამდებობა ეკავა, იგი ოკუპაციის შემდეგ ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. ქეთევანი მაშინ სულ პატარა იყო, იზრდებოდა ქართული სულისკვეთებით, ქართული ენაც კარგად შეისწავლა, თუმცა სკოლაში ფრანგულად სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქეთევანმა სანიტრად წასვლა მოინდომა, მაგრამ ასაკის გამო არ მიიღეს. 1940 წლის 18 ივნისს ინგლისის რადიოთი გენერალ დე გოლის მოწოდებას წინააღმდეგობისკენ, გერმანელების მიერ ოკუპირებლ საფრანგეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამის საპასუხოდ, 11 ნოემბერს – პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას, კომპიენის ტყეში, მარშალ ფოშის სალონ-ვაგონში გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერის სიმბოლურ დღეს, ოკუპირებულ პარიზში, ეტუალის მოედანზე მოეწყო პატრიოტ სტუდენტთა მანიფესტაცია. მასში მონაწილეობდა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ქეთევან ბარნოვი. ბევრ მათგანს ხელში ეჭირა ორი გრძელი ჯოხი, რაც ფრანგულად ჟღერს როგორც "დეუს გოლეს", მინიშნება დე გოლის მოწოდებაზე. 1941 წელს ქეთევან ბარნოვი დეკორატიული ხელოვნების უმაღლესი სკოლის სტუდენტი გახდა და ჩაება "რეზისტანტელთა"ქსელში კურიერად მონაწილეობდა ანტიჰიტლერულ და საპროტესტო აქციებში, რამდენჯერმე გადაურჩა დაპატიმრებას, უვნებლად გაიარა ოკუპაციის წლები, დაასრულა უმაღლესი და ცოლად გაჰყვა ბასკ არქიტექტორ შედოს. ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ემიგრანტი ქალები / რუსუდან დაუშვილი // ქართული ემიგრაცია.-თბილისი, 2022-2023.-N10-გვ.26; ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში = Des georgiens pour la France : 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ.,2009.-გვ.80-84


Share: