Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობია, ხოლო 1978 წელს - ამავე თეატრის დირექტორი. შესრულებული აქვს 100-მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია მეორე მფრინავი (კ. სიმონოვის "მეოთხე"), როდრიგო, სებასტიანი (უ. შექსპიროს "ოტელო" და "მეთორმეტე ღამე", როდამიშვილი (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), გაბრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ზაზა (ა. აბშილავას "ადამიანი დაბრუნდა"), პორფირე ჩინჩალაძე (რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცი ქვრივი"), ტოპაზი (მ. პანევოლის "ბატონი ტოპაზი"), კარანდიშევი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ლევან ხიდაშელი, თამაზ იაშვილი (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა" და "თვალი პატიოსანი"), ჟივიკო (რ. სტოიანოვის "ოსტატები"), ზურიკელა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ნიუტონი (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები"), უჯუშ ემხა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა") და სხვა. 1993 წელს დაინიშნა ახლად დაარსებული ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორად (იყო პირველი დირექტორი), პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ სახელმწიფო სტატუსის მქონე თეატრს. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.-თბ., 2007.- გვ.26; სიყვარულის მასწავლებელი : ლევან ღლონტი / თენგიზ ცეცხლაშვილი.-ბათუმი,2015.-გვ.168; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |