The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დათო პოპიაშვილი

დათო პოპიაშვილი
Date of birth:16 November, 1969  (55 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაზგური ფერწერის რესტავრაციის სპეციალობით 1995 წელს.


1996-1998წწ. იყო თბილისის საგალერიო გაერთიანების რესტავრაციის ცენტრის მხატვარ-რესტავრატორი; 2007-2017წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედეგოგი; საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტ "მაკნატუნა"-ს დამდგმელი მხატვარი. მონაწილეობდა გამოფენებში: "კორპორაცია ქინძმარაულში", ყვარელი; "შატო მუხრანში", მუხრანი; ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების ხელოვნების ფესტივალი, I ადგილი, ბერლინი, გერმანია; ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა "Art ankara", ანკარა, თურქეთი; ქართველ მხატვართა გამოფენა "სიყვარულით საქართველოდან", ხელოვნების მუზეუმი, ბაქო, აზერბაიჯანი; გალერეა "FINE ART"-ის მიერ ორგანიზებული ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენების ციკლი, ჰოლანდია; პერსონალური გამოფენა, "ხელოვნების ცენტრი" ოსაკა, იაპონია; ქართული სახლი "საშობაო გამოფენა", პარიზი, საფრანგეთი; არტ სალონი "მანეჟი - 2003", მოსკოვი, რუსეთი; "კავკასიური სახლი", საშობაო გამოფენა, პარიზი, საფრანგეთი; გამოფენა "მამა და შვილი", გამოფენაში მონაწილეობდნენ მამა-შვილი ავთანდილ და დავით პოპიაშვილები, მოსკოვი, რუსეთი; საქართველოს კულტურის დღეები, დიჟონი, საფრანგეთი და სხვა ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენები.

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge


Share: