შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ჭაბუკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1991-2004წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის საბავშვო პროგრამების მთავარი რეჟისორი; 2007-2011წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, მდივანი. არის ამავე უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან მუშაობს ტელეკომპანიაში "ერთსულოვნება". სატელევიზიო დადგმები: "ეს არ უნდა მომხდარიყო", "ტანტრე ბიჭის ოჯახი", "წვიმიანი მზიანეთი", "უთავბოლო კაცის ახსნა- განმარტება". თეატრში დადგმული სპექტაკლები: "გზაში", "შენკენ სავალი გზები", "ჭინჭრაქა", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", "ჭიქა წყალი", "თამაშით შეპყრობილი". ფილმოგრაფია: "შვიდფერა ყვავილი", "კაპუნიას დღესასწაული", "ორკესტრი", "ცარიელი სახლი", "ხილული სასწაულები", "ხიდები სამშობლოსკენ", "გურჯის გული", "მოძღვარი", "ლეჩხუმის განძი". ტელეზღაპარი: "წითელქუდა", "წიქარა", "მეფე და ჩიტი", "ნაცარქექია", "მგელი და ციკნები", "კოკროჭინა", "მეფე – ბაყაყი", "იმპერატორის ბულბული", "რწყილი და ჭიანჭველა", "ჯადოსნური ქოთანი", "საფრთხობელა", "მამობილი", "მეღორე და პრინცესა", "დედა", "უბილეთო ყვავი", "უცნაური ამბავი" და სხვა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |