The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ბუაძე

ანზორ ბუაძე
Date of birth:7 August, 1933
Date of death:1998  (at 64 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართულ ცეკვას დაეუფლა ამიერკავკასიის ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით. 1951 წელს ჩარიცხეს საქართველოს  ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში, სადაც პედაგოგების დ. ჯავრიშვილისა და ა. თეთრაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული ცეკვების შემსრულებელ პროფესიონალ მოცეკვავედ. მისი, როგორც მოცეკვავის შესაძლებლობები სრულად გამოვლინდა საქართველოს ხალხური ცეკვების სახელმწიფო აკადემიურ, დამსახურებულ ანსამბლში, როდესაც ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა მოცეკვავე - მსახიობად მიიწვიეს. ანსამბლში ა. ბუაძე ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ხდება, შესრულების ინდივიდუალური მანერით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვებში: "მოხეური", "ფარიკაობა", "კინტაური",  "ხაბარდა" და სხვ. 1962 წელს მონაწილეობდა თბილისში ჩატარებულ ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონცერტში, სადაც მთიულური ცეკვის საუკეთესო შესრულებისათვის  I ხარისხის დიპლომი და ლაურიატის წოდება მოიპოვა. ა. ბუაძე წლების მანძილზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა - სტუდიაში.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.92; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2006.-გვ.107; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.179

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე წარმატებით გამოსვლისთვის

Share: