| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჩიჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ქართული ცეკვები შეისწავლა ქ. ბათუმის მე-14 სკოლის მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში კ. დოლიძის ხელმძღვანელობით. მე-9 კლასის მოსწავლემ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად თავი გამოიჩინა 1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გამოდის და მუშაობას იწყებს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში (ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი). ჯ. ჩიჩუას ცეკვის შესრულება გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და ტექნიკური სრულყოფით; 1962-1966წწ. ის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოცეკვავე - მსახიობია; 1978 წლიდან ჯ. ჩიჩუა ბათუმის პედაგოგური ინსტიტუტის ცეკვის ანსამბლ "ტბეთის" ხელმძღვანელია, წლების მანძილზე ქორეოგრაფად მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, საქართველოს რკინიგზელთა კულტურის ცენტრში, ათეულობით წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ანსამბლ "არსიანში". 2019 წლის 17 მარტს ქ. ბათუმში ანსამბლ "არსიანის" შენობის წინ, ვარსკვლავურ ხეივანში ქორეოგრაფის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯემალ ჩიჩუას ვარსკვლავი გაიხსნა. ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის თავმჯდომარე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.94; აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი: ajaratv.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

