The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჩიჩუა

ჯემალ ჩიჩუა
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ქართული ცეკვები შეისწავლა ქ. ბათუმის მე-14 სკოლის მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში კ. დოლიძის ხელმძღვანელობით. მე-9 კლასის მოსწავლემ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად თავი გამოიჩინა  1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე და საპატიო სიგელითაც დაჯილდოვდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოდის და მუშაობას იწყებს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში (ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი). ჯ. ჩიჩუას ცეკვის შესრულება გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და ტექნიკური სრულყოფით. 1962-1966 წლებში მან ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში და პარალელურად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე - მსახიობი გახდა. 1978 წლიდან ჯ. ჩიჩუა ბათუმის პედაგოგური ინსტიტუტის ცეკვის ანსამბლ "ტბეთის" ხელმძღვანელია, წლების მანძილზე ქორეოგრაფად მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, საქართველოს რკინიგზელთა კულტურის ცენტრში, ათეულობით წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ანსამბლ "არსიანში". 2019 წლის 17 მარტს ქ. ბათუმში ანსამბლ "არსიანის" შენობის წინ, ვარსკვლავურ ხეივანში ქორეოგრაფის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯემალ ჩიჩუას ვარსკვლავი გაიხსნა. ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის თავმჯდომარე.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.94; აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი: ajaratv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1985 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • საპატიო ბათუმელი

გააზიარე: