The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ინგოროყვა

ვახტანგ ინგოროყვა
Date of birth:24 August, 1933  (91 years)
Category:Actor/Actress, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ხალხური ცეკვის ხელოვნებას ბათუმის კულტურის სახლთან არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლში დაეუფლა (ხელმძღვანელი გ. ჩიხლაძე). 1954 წლიდან ის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე - მსახიობია. 1957 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალში (მოსკოვი). ამავე წელს ვ. ინგოროყვა წარმატებით გამოვიდა თბილისში ჩატარებულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, სადაც საცეკვაო კომპოზიციის "ნარინჯიანოს" ორიგინალური და პროფესიული შესრულებისთვის  დიდი მოწონება ხვდა წილად. სახელმწიფო ანსამბლში ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე მისი ხელოვნება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. არის საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურიატი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს ბათუმსა და ქობულეთში. აგრეთვე ოჩხამურის კულტურის სახლთან არსებულ ქალთა ანსამბლ "განდაგანასთან".

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.97

Member of Organizations

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1960-)
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960-)

Share: