The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ვარდოსანიძე

ლევან ვარდოსანიძე
Date of birth:10 September, 1957  (68 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან არსებული ქ. თბილისის შემოქმედებითი სახელოსნო 1986 წელს.

მის მიერ შესრულებულია ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას, სოფიკო ჭიაურელის, გურამ საღარაძის, მიხეილ ჭიაურელის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ტრიპოლსკის, ზეიკო ბოცვაძის, თემიკო ჩირგაძის მემორიალური დაფები; ასევე პროფესორ აპოლონ ქუთათელაძის, სოფიკო ჭიაურელის, "დიჯეი"-ს, ოთარ მეღვინეთუხუცესის, "ოლიმპიური ალი" – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი - 2015"- სადმი მიძღვნილი, "ბედნიერება", "თავისუფალი მოქალაქე" ძეგლები; კენვლ კერის მემორიალი, "საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონთა" მემორიალი; მისი 2000-ზე მეტი ნამუშევარი ინახება მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყნის კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში; ქანდაკებები დაცულია საერთაშორისო ოლიმპიურ მუზეუმში, ქ. ლოზანა, შვეიცარია. მიღებული აქვს GNOC-ის ოლიმპიური ორდენი სპორტისა და ოლიმპიური თემატიკისადმი მიძღვნილი ნამუშევრების შექმნისთვის, არის საერთაშორისო ოლიმპიური კონკურსის "სპორტი და ხელოვნება" სამგზის პრიზიორი.

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge

Member of Organizations

  • კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭო, წევრი (2000-)

Share: