The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე ქუთათელაძე

ელენე ქუთათელაძე
Other name:ლია ქუთათელაძე
Date of birth:29 August, 1958  (66 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ალექსიძის ჯგუფი) 1979 წელს.

1979 წლიდან ახმეტელის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: წამყვანი (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"); დარეჯანი (ო. იოსელიანის "გამოქვაბული"); თამარი (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"); ჟოზეფინა (ფ. მარსის "ღუზა ჩაუშვი ანგელოზო"), წუნი (გ. ნახუცვრიშვილის "კომბლე"), გულჩინა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"); კრისტერი (ა. ლინდგრენის "კარლსონი"), ნინო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"); ზეინაბი (ალ. სუმბათაშვილის "ღლანტი"); კორესპოდენტი (ო. ბაღათურიას "მეფე ლირი თავშესაფარში"), მეძავი (ჯ. დერიონის, ვ. ვასერმანის "ლამანჩელი") და სხვა. ე. ქუთათელაძემ კინოფილმებში განასახიერა შემდეგი სახეები: ნანე ("ფარნავაზი"); გოგნა ("ფარანი ქარში); მდივინი ("კუკარაჩა"), ნუნუ  ("სასამართლო", ტელეფილმი); ნელი ("უზენაესი სასამართლო", ტელეფილმი). ს. ახმეტელის თეატრში დაარსებიდან ნაყოფიერი შემოქმედებისა და შექმნილი სცენური სახეებისთვის მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია (2007).

 წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.98


Share: