The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაპუნა წერეთელი

პაპუნა წერეთელი
Date of birth:20 August, 1904
Date of death:1982  (at 77 years)
Category:Translator, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საჩხერე.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1922 წელს; თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1927 წელს.

1927-1936წწ. მუშაობდა ეკონომისტად; 1936-1945წწ. რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მუზეუმის გამგედ; 1945 წლიდან თბილისის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად. მიწვეული იყო კონსულტანტად კინოფილმებზე "დავით გურამიშვილი" და "აკაკის აკვანი". ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ნათარგმნი აქვს ლ. ტოლსტოის, ფ. დოსტოევსკის, ა. ჩეხოვის, მ. პრიშვინის, ლ. ლეონოვის, ვ. სოლოუხინის, მ. ზოშჩენკოს და სხვათა ნაწარმოებები. გარდა ამისა ნათარგმნი აქვს ორმოცამდე პიესა. მათგან უმრავლესი იდგმებოდა ქართულ თეატრებში. იყო კოლექციონერი. მის მიერ შეგროვებული სიძველეების, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების უნიკალური კოლექცია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. პაპუნა წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (1975 წლის 21 აპრილი). მისი ფონდი 1309 საარქივო საქმეს შეიცავს. არქივი წარმოადგენს ფოტოკოლექციას.

წყარო: საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: manuscript.geმწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.201

Bibliography


Share: