The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ გითოლენდია

იგორ გითოლენდია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

ცეკვის ხელოვნებას გალის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში ეზიარა. მისი პირველი პედაგოგები იყვნენ ს. გოგოხია და ვ. აჩბა, ხოლო შემდგომ ცნობილი ქორეოგრაფები: ი. არბატოვი, პ. ვირსკი და ჯ. ბაგრატიონი; 1952 წლიდან ი. გითოლენდია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში იწყებს მუშაობას მოცეკვავე -  მსახიობად; 1955-1957წწ. ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა ჯარების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტ - მოცეკვავე და ქორეოგრაფიული ჯგუფის  ხელმძღვანელი იყო; 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა გალის კულტურის სახლის მოცეკვავეთა კოლექტივს. ი. გითოლენდიას მიერ შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ყაზბეგური", "ალვანური", "ფარიკაობა", "ბაღდადური", "აფხაზური" და სხვ., ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან კი "მთიულური", "სალხინო", "ყაზბეგური", "შვიდი ძმანი", აგრეთვე მსოფლიო ხალხთა სახასიათო ცეკვები.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.99; ფოტო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • 1972 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: