შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერმალოზ შავგულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1914-1918წწ. რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; იყო სვირსკის 295-ე ქვეითი პოლკის მე-6 პლასტუნთა ბატალიონის პრაპორშჩიკი, შემდეგ პოდპორუჩიკი, პორუჩიკი; 1918 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის არმიის კაპიტანი; საბჭოთა პერიოდში ქუთაისში ცხოვრობდა; 1930-იან წლებში დააპატიმრეს და გულაგის კალუგის ბანაკში გაგზავნეს; 1938 წელს პატიმრეს შორის "ანტისაბჭოთა აგიტაციისა და კონტრრევოლუციური პროპაგანდის" ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1989 წელს. წყარო: "ღია სია" - 1917-1991 წწ. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მონაცემთა ბაზა: ru.openlist.wiki ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |