Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯან ჭამაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლაფანყური, თელავის რაიონი. დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი თეატრალური განხრით 1968 წელს. მუშაობა დაიწყო გორის თეატრში მსხიობად. მისი პირველი როლი იყო კაროჟნა, ირინე (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" და "ირინეს ბედნიერება"). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გულბაათის დედა, ლამარა (გ. ბათიაშვილის "ძახილი", "მარცვლები და დოლაბები"), თინა (მ. ჯავახიშვილის "ყბაჩამ დაიგვიანა", მზეხა (ალ. ყაზბეგის "განკიცხულნი"), ესმა (გ. ხუხაშვილის "მიდიოდნენ ჯარისკაცები უღელტეხილზე"), მირჯანი (გ. ნახუცრიშვილის "ალი-ბაბა"), ანიტა (ვ. დელმარის "დაუთმე ადგილი ხვალინდელ დღეს"), ნუნუ (ლ. მალაზონიას "თეთრი ტბა"), ნინო (გ. შატბერაშვილის "მკვდრის მზე"), ვარინკა (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"), მარიკა (თ. ჭილაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან"), მარეხი (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), სევდია (მ. შავლახოვის "დედამთილი"), გაიანე (გ. ბერიაშვილის "არმაზის დაცემა"), ლიზა ბრიჩკინა (ვასილიევის "გარიჟრაჟი აქ წყნარი იცის"), ანტიგონე (სოფოკლეს "ანტიგონე"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), საშა ბონდაროვა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), კინტო, სალომე (აკ. წერეთლის "კინტო"), მარიკა (მ. ხეთაგურის "თეთრი პალატა"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მარინე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), თამარი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ლამარა (ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), სონია (დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"), ანუკა (კ. ლორთქიფანიძის "მთას დაუბრუნდა მთიელი"), ელისაბედი (რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), მარკიზა (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), მარგარიტა (ჯ. ფლეჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი"). წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.29; შიდა ქართლი : საინფორმაციო ცენტრი: qartli.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |